BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Tuesday, September 1, 2009

ახალი მე ...

ჩემი ახალი მეს ჩამოყალიბება დაიწყო იმით რომ დასასვენებლად წავედი... უფრო დავმშვიდებულიყავი და საფიქრელად უფრო მეტი დრო მქონოდა... მაგრამ ჩემი "ახალი მე" ჯერ კიდევ ჩამოყალიბების გზაზეა... პირველი ნაბიჯები გადაიდგა ჩემ ვიზუალური მხრით – რომ შევცვალე მაკიაჯი,

ჩაცმის სტილი,

ახალი პრიჩოსკა

და

თმის ფერი... 

შინაგანად კი – 

შევცვალე ხასიათი,

აღარ ვარ ძალიან გულჩვილი,

ყველაფერს უფრო რეალურად ვუყურებ,

შეიძლება ითქვას გავხდი უფრო მკაცრი...

ადრე თუ ვინმეს ძალიან ბევრს ვპატიობდი, ეხლა აღარ.. შეიძლება ოდნავი უყურადღებობაც კი არ ვაპატიო და დიდიხნის ნაცნობი და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი დავკარგო...

მომწონს ასეთი ახალი მე – თაკო ...

კიდევ უფრო მეტვს ვიმუშავებ საკუთარ თავზე...

შევიცვლები კიდევ უფრო...

შეიძლება ბევრისთვის ჩემი ეს "ახალი მე" მიუღებელი იყოს და ვერ გამიგოს, დამკარგოს.. მაგრამ ადამიანების დაკარგვასაც მივეჩვიე... 

ჩემი "ახალი მე"–თი ვიწყებ ახალი ცხოვრების სტილს... სადაც ყველაფერი სხვანაირად იქნება... 

რამოდენიმე პოსტის წინ ვწერდი კიდევაც.. ვიწყებ ახალ ცხოვრებას.. ხოოდა ესეც ჩემი პირველი ნაბიჯები...

ეს ჩემი ახალი თმის ფერი :

Tuesday, August 18, 2009

.. Batumi ... My Summer Holiday...

მმმ...

რამდენიხანია ვგეგმავდი ზღვაზე წასვლას... თითქმის აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, მაგრამ ხან რა საქმე გამომიჩნდა.. მერე ფული შემომეხარჯა და.. ასე გადამედო ზღვა.. ბათუმი... უკვე აღარც კი ვფიქრობდი და ნელ ნელა ვეგუებოდი იმ აზრს რომ წელს ზღვას დავემშვიდობებოდი და სურამში წასვლის გეგმებს ვაწყობდი ... 

მაგრამ...

დღეს ჩემი ყველა ფიქრი, გეგმა და ასე შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ... 

ზარი ჩემს მობილურზე ახალი ამბით – ხვალ ზღვაზე მივდივართ ...

სიხარულისგან კივილი დავიწყე ... ძალიან გამეხარდა... ძალიან ...

მომენტალურად გავარდი სახლში...

ავიღე პირადობა...

მერე რკინიგზის სადგურზე...

ვიყიდე ბილეთები ხვალინდელ დღეზე ( ისე გამიკვირდა რომ ბილეთები იყო ... ნუ თავისთავად გამიხარდა)

მოვედი სახლში...

ჩავბარგდი...

მეგონა ყველაზე მეტ დროს წამართმევდა მაგრამ 1 საათში ყველაფერი მზად მქონდა... 

დავდივარ.. ვფიქრობ რამე ხომ არ მავიწყდება... ან რამე ზედმეტი ხომ არ მიმაქვს.. ან რავიცი ))) 

თან საათებს ვითვლი უკვე...

დღეს ადრე უნდა დავიძინო...

ხვალ 7–ზე ფეხზე უნდა ვიყო უკვე... 

აზრზე მოსვლა ხო მინდა.. სანამ ყავას დავლევ.. სანამ რაა... 8ზე ხო მაინც უნდა ვიყო რკინიგზის სადგურზე... 

8/25წუთზე მატარებელი გადის .... თბილისი–სამგრ–მახინჯაური ...

მე ბათუმი მელოდება...

ჩემი მეგობრები.. რომლებიც უკვე ყოველდღე მირეკავდნენ და აბა როდის ჩამოხვალ და... როდის დაგხვდეთ და...

ხოოოდაა ხვალ მივდივააარ...

ბათუმი ...

ჩემი ზაფხულის არდადეგები...

Wednesday, August 5, 2009

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ი ი ი ი ი ი ი . . . . . . .

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ი ი ი ი ი ი ი . . . . . . . 

აი აიიი იცი როგორ მენატრები?
მე რომ ვიცი ეგრე რომ ავკრუსუნდები...
ცრემლები რომ მომადგება სიგიჟემდე მონატრების...
შენი ხმის გაგონებისას გული რომ ამიფანცქალდება და ... 
აი ეგრე...
ყველაზე თბილი ადამიანი ხარ...
ყველაზე ყურადღებიანი ადამიანი ხარ...
ყველაზე ყველაზე...

ვიცი ძალიან გიჟი ვარ...
შენსავით...
აი სულ სხვა ვართ მე და შენ :) 

მე - უსათუთესი... უტკბილესი ... ყურადღებიანი ... ერთადერთი ადამიანი ვისაც შენი ყველაზე მეტად ესმის...

შენ - ცელქი... მოუსვენარი... სულ რომ ცქმუტავ... ყურადღებიანი .... ერთადერთი ადამიანი ვისაც ჩემი ყველაზე მეტად ესმის...

არ ვიცი რა დავარქვა ყველაფერ ამას...

რატომ შემიჩვიე ასე?
რას ვაპირებთ მომავალში?
რატომ შეგეჩვიე ასე?
რას ვითხოვთ მომავლისგან?

მე არაფერს...
უბრალოდ ყოველი დღე შენით იწყება....
"ჩემო უსათუთესო გაიღვიძე? "
უბრალოდ ყოველი დღე შენით მთავრდება ....
"ტკბილი ძილი თააკ, შე უსათუთესო"

დღეს მთელი დღე ყველაზე მეტად შენ მაკლიხარ...

ვიცი რომ ეხლა შავი ზღვის სანაპიროზე დასეირნობ.. მარტო, უჩემოდ...
ვიცი რომ ყველაზე ძალიან მე გინდა რომ ვიყო მანდ...
ვიცი რომ ყველაზე მეტად მოგენატრე....
მაგრამ არა ჩემზე მეტად :P

არ მერიდება იმის თქმა რომ ძვირფასი ხარ ჩემთვის...
არ მერიდება იმის თქმა რომ ერთი წამითაც უშენოდ ცუდათ ვარ....
არ მერიდება იმის თქმა რომ სულ მენატრები...
არ მერიდება შენთან არაფერი ... 
არ მერიდება...


უბრალოდ მინდა რომ სულ ასე კარგად ვიყოთ...
როგორც ეხლა :)
უბრალოდ მინდა სულ ასე ბედნიერები ვიყოთ...
როგორც ეხლა :)
უბრალოდ მინდა სულ ერთად ვიყოთ...
როგორც ეხლა :)
უბრალოდ მინდა....
როგორც ეხლა...


შენ მართალი ხარ - Nothing   Compares   To   Me ...

Nothing   Compares   To  You ...


Nothing   Compares  To  Us - ჩვენ ერთად ... 

Tuesday, July 28, 2009

........

ბოლო ერთი კვირა იქნება... მოუსვენრობას განვიცდი...
რაღაც რომ გინდა და არ იცი რა...
ეს მოუსვენრობა ხასიათში გადამივიდა...
რაღაც მოწყენილობაში...
ცუდათ ყოფნაში...
მოსაბეზრებელია
ყოველი დღე
ერთნაირი....
იღვიძებ იმით რომ არ იცი რა გააკეთო და უკვე ადგომაც გეზარება ლოგინიდან...

არა დეპრესიაში არ ვარ...
უბრალოდ რაღაცის ძიებაში ვარ...
არა და კარგად ვგრძნობ ასე თავს :) 

რა უნდა გინდოდეს უფრო მეტი ?
საყვარელი ადამიანების გარემოცვაში როდესაც ხარ...
როცა უყვარხარ...
როცა ზრუნავენ შენზე...
როცა შენი დანახვაც კი ძალიან ახარებთ...

ეს ბოლო პერიოდია სულ სახლში ვარ...
რა უნდა მოხდეს რომ გარეთ გავიდე...
ან დედაჩემმა ძალით უნდა გამიტანოს ოჯახიდან..
ან ჩემმა ძმამ მაგინოს წამოეთრიეო...
ან ვინმე დაქალმა... (რომელიც არც ისე ბევრი ღა მყავს.. სულ 1 შემომრჩა )

ეს ბოლო პერიოდია ისეთ ხალხს ვნახულობ... 
მეც რომ მიკვირს....

აი მაგალითად გუშინ...
დელისზე ვიყავი ჩემს მეგობართან (შეიძლება ასე ერქვას) რომელიც წელიწადზე მეტი ნანახი არ მყავდა...
გუშინ დამირეკა "თაკ როგორ ხარო? ვაFშე გახსოვარო... "
ნუ ცხასია მახსოვდა, მივყევით მოვყევით საუბარს და გავიგე ფეხი მოუტეხია.. მეც თანაგრძნობამ შემაწუხა და მოვინახულე...
2 საათის მერე ისევ სახლში...

გუშინ წინ.. ხო კვირას...
ვიყავი სანზონაში... ისე ცუდათ ვიყავი ჩემმა ძმამ მარტო არ გამიშვა სახლიდან და წამომყვა...
მიხვდა რომ წინააღმდეგობას აზრი არ ექნებოდა და გამომყვა...
მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდა იმ გარემოში გაჩითვა...
იმ ხალხის ნახვა...
დ.ა.შ.
მაგრამ რას იზავდა .. ძმაა... :)

მთელი დღე კომპს ან არ ვრთავ.. ან ჩართულია და მე არ ვარ იქ...კ
ვუყურებ ტვ-ს 
მძინავს...
ვკითხულობ...
დავბოდიალობ ნეტში...

ნეტში ამ ბოლო დროს ყოფნა მარტო ერთი ადამიანისთვის მიხარია...
ვიცი რომ გიო უეჭველი მომწერს...
"უსათუთესად" მომიკითხავს...
მაგრამ ვგრძნობ რომ ისიც ჩემსავით ცუდათ არის...

მე მყოფნის ძალა და ვუტყდები მას რომ მართლა ცუდათ ვარ...
მოუსვენრად..
რაღაც ახლის ძიებაშიც კი არა...
უბრალოდ ცუდათ...

ესმის ჩემი...
ვგრძნობ რომ ისიც მასეა...
ამ ბოლო დროს ჩვენი ხასიათი ძალიან ემთხვევა ერთმანეთს...
ნუ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვართ და მარტო ეს დამთხვევა.. რავიცი რავიცი....

გიო - ერთად ერთი ადამიანი ვისთანაც ეს ბოლო პერიოდია კარგად ვარ, უზომოდ ბევრს ვსაუბრობთ... 
მეც მის გარდა სხვას აღარავის ვესაუბრები...

ასე მგონია ჩემი აღარ ესმით...
მიუხედავად იმისა რომ მეუბნებიან "თაა გახსოვდეს რომ შენს გვერდით ვართ"

მადლობელი ვარ...
მართლა მართლა.... 

მაგრამ ყველა სხვანაირი გახდა...
ყველს თავისი საფიქრალი და პრობლემები აქვს...
ზოგს სიყვარულში არ უმართლებს...
ზოგს გაუმართლა და შეყვარებულთან ნაჩხუბარია...
ზოგს დასვენაბა უნდა და შვებულება არ ეხება...
ზოგს გონია რომ მე დავიკიდე....
ზოგს რა და ზოგს რა...


ან იქნებ ჩემი ბრალია?
მე დავიკიდე ყველა...


ისე პირველ რიგში მაინც სხვაში ვეძებთ პრობლემებს და მიზეზებს..
როცა რომ ჯერ ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ....

ალბათ პრობლემაც ჩემშია :|:|

რა ვქნა... 
არ შემიძლია...
ყველა ჩემმა უახლოესმა ადამიანმა იცის ჩემი ხასიათი...
როცა ცუდათ ვარ არავინ მჭირდება გარშემო, არა და პირიქით ხდება ხო ? :D
მაგრამ მაინც უკვირთ...
თუ ცუდათ ხარ გვითხარი და ზედმეტი ბლა ბლა ბლა....

მე მასე ვარ.. მირჩევნია ჩემთვის ვიყო...
მარტო..
მარტომ ვიტირო...
მარტომ ვიბოდიალო...
მარტომ დავლიო კაფეში ყავა...
მარტომ...
მარტომ გადავლახო ყველა ის პრობლემა რაც მაწუხებს...
მარტომ დავძლიო უხასიათობა...


ზოგჯერ მიკვირს ჩემი თავის...
რატომ?
ან ამდენი საიდან შემიძლია..
ან რა ძალა...
ან რა ნებისყოფა....

მაღიზიანებს კითხვა " რა გჭირს? რატომ ხარ ცუდათ? დეპრესიაში ხარ? "
ხომ შეიძლება ერთ დღეს მეც მოვიწყინოდა ცუდ ხასიათზე ვიყო...
ტირილი მინდა და ვტირი...
მარტო მინდა ყოფნა და მარტო ვარ...
სიტყვებით ვერც გადმოვცემ ...
გული მაქვს დამძიმებული...


ბევრს ვბოდიალობ....
უბრალოდ მინდოდა დამეწერა....
ჩემთვის... 

ვიფიქრე როცას მომეშვება თქო... 
მაგრამ...
არა...

:(

Sunday, July 19, 2009

yesterday

მთელი დღე არ ამომდის ეს სიმღერა თავიდან...
დილიდან ამ მელოდიით გამეღვიძა...
სულ ჩამესმოდა...
არა და არ ჩამოყოლია...
ერთხელ მოვუსმინე..
ისიც გიოს შესრულებით... 

მაგრამ იმოქმედა ძალიან... როგორი გრძნობით მღერის..
ნიჭიერა მყავს რაა :)

არა და როგორ რადიკალურად განსხვავდება მისი სტილისგან ეს სიმღერა ... 


პ.ს. მარტო თაკა თუ მიხვდება ამ ჩემს ბოდიალს... 


Yesterday, all my troubles seemed so far away 
Now it looks as though they're here to stay 
Oh, I believe in yesterday 

Suddenly, I'm not half the man I used to be 
There's a shadow hanging over me 
Oh, yesterday came suddenly 

Why she had to go I don't know she wouldn't say 
I said something wrong, now I long for yesterday 

Yesterday, love was such an easy game to play 
Now I need a place to hide away 
Oh, I believe in yesterday 

Why she had to go I don't know she wouldn't say 
I said something wrong, now I long for yesterday 

Yesterday, love was such an easy game to play 
Now I need a place to hide away 

Oh, I believe in yesterday


Friday, July 10, 2009

ვსო!

<<<შეიძლება იფიქრო რომ ვერ ვარ, ან გავგიჟდი.. ან რავიც რაც გინდა... უბრალოდ ვიცი რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და პირველ რიგში ძალიან კარგი მეგობარი... საყვარელი, თბილი და ყურადღებიანი... ბევრი ვიფიქრე... არ მინდოდა ასე მომეწერა, მინდოდა მენახე და ყველაფერი წყნარად და მშვიდად მეთქვა, ამეხსნა... მაგრამ .. მმმ... მოკლედ... მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე რომ ჩვენს ურთიერთობას აზრი არ აქვს... ტყუილად ვაფუჭებთ ყველაფერს.. არ მინდა როგორც მეგობარი ისე დაგკარგო.. დავკარგო ისინიც, ვინც ჩვენს გარშემო არიან ... იმედია გამიგებ... მინდა რომ როგორც ადრე ისე ვიყოთ.. JUST FRIENDS :) კარგი მეგობრები ... რაც იყო ყოველთვის ძალიან კარგად და ლამაზად გამახსენდება :* >>> 



ძალიან გამიჭირდა ამ სიტყვების მიწერა მისთვის... მთელი ძალა მოვიკრიბე.. დიდიხანია განზრახული მქონდა, მაგრამ ხან არ გამომდიოდა... ხან ძალა არ მყოფნიდა.. ხან კიდე რა... 
მაგრამ ეს მთავარი აღარ არის.. მთავარია რომ მივწერე... 
იმდენად კარგი ადამიანია რომ.. არ მემეტებოდა იმისთვის რომ ჩემს მიმართ ტყუილი გრძნობები გასჩენოდა.. ტყუილი იმედი.. და ბოლოს იმედგაცრუება... 

ვატყუებდი მას, საკუთარ თავს ..  
უნამუსოდ ვიქცეოდი... 
არა და არ იმსახურებდა... 
ის ჩემგან ყველაზე დიდ სითბოს და ყურადღებას იმსახურებდა... 

მაგრამ ყველა პრობლემა ჩემშია... 

ჩემში... 
რა ვქნა... 
სულ მას ვადარებდი... 
საერთოდ ყველას.. 
ვცდილობ მისი მსგავსი სხვაში ვიპოვო.. 
თუნდაც ოდნავი მსგავსება... 

:( 

მართლა აღარ შემიძლია...  
მინდა სულ გავაქრო... 
მინდა სულ გაქრეს ჩემი მეხსიერებიდან... 
ჩემი აზროვნებიდან... 
ჩემი მოგონებებიდან... 
ამნეზია დამემართოს მარტო მასზე.... 

მაგრამ... 

ის ლამაზი დღეები და მოგონებები დამენანება, რაც მასთან მაკავშირებს... 
ის ერთად გაკატებული წამები, წუთები, საათები, დღეები, კვირეები, თვეები.. წელიწადი... მართლაც რომ ყველაზე ბედნიერი იყო ...  

არა .. მართლა აღარ მიყვარს...  
უბრალოდ ვერ ვხვდები ეხლა რას მერჩის... 
რატომ გამოჩნდება მაინც და მაინც მაშინ.. როდესაც ყველაზე ძალიან არ მინდა მისი გამოჩენა... 
გამოჩნდება და ამირევს ყველაფერს... 
ლამაზად დალაგებულს და გარკვეულს ... 
ყოველი მისი მოწერილი ჩემთვის გულის ფანცქალი, ამოვარდნა და ცრემლია... 
ის ამას ვერ ხვდება... 
შეიძლება ხვდება და იმიტომაც მიკეთებს მასე... 
არა და ის ხომ ბედნიერია თავის ცოლთან...  
მეც მომცეს ბედნიერების უფლება... 
სხვასთან... 
ხო შეიძლება...  

ყველაფერი შეიძლება... 
ყველაფერი ხომ ჩემზეა დამოკიდებული... 

ხოდა... 

be free Pictures, Images and Photos

ვსო!  
მორჩა ყველაფერი... 
გაქრა ყველა ძველი ჩემს ცხოვრებაში... 

 

დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება.... 
ვიწყებ ახალ ცხოვრებას... 
ახალი ფურცლიდან... 
ახალი იმიჯი... 
ახალი სტილი... 
ახალი თაკო...

Sunday, July 5, 2009

***

ძალიან საინტერესოდ დაიწყი გუშინდელი დღე..
მიუხედავად იმისა რომ საათებში მქონდა გათვლილი რა როგორ უნდა გამეკეთებინა და ვინ მენახა.. 
მმმ..
რადიკალურად შეიცვალა ერთი ზარით.. 
"შენს სახლთან ვართ, ჩამოდიიით"

ჯერ სამებაში... ძალიან მესიამოვნა.. რამდენიხანია ეკლესიაში არ ვყოფილვარ... მინდოდა, მაგრამ თავს ვერ ვაბავდი რატომღაც...
მერე ცოტახანი სამების ეკლესიაში ვისხედით.. სულიერ სიმშვიდეს და სიწყნარეს განვიცდიდი... მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცხელოდა, იქედან კარგა ხანი კიდევ არ წამოვიდოდი....

მერე მცხეთაში ჩავედით...
როგორც ყოველთვის ჩვენს უსაყვარლეს "სერაფიტაში" დავსხედით...
ჩვენი ჩვეული მენიუ შევუკვეთეთ...
არაჩვეულებრივად დავისვბენეთ, ვიჭორავეთ, რაღაც რაღაცეები გავიხსენეთ :D ბევრიც ისე.. რაც არ ვიცოდით ერთმანეთზე...
"სერაფიტადან" პირდაპირ ჯვარს ვუყურებდით ...
გაგვახსენდა ყველას რომ დიდიხანია იქეთ არ ვყოფილვართ და უცებ გადავწყვიტეტ მოდი ჯვარზე ავიდეთო...
იღრუბლებოდა...
მაგრამ ამანაც არ შეგვაშინა - ჩვენ ხომ წვიმა გვიყვარს :D
ცოტას გავიწუწებოდით..
ცოტას დავსველდებოდით..

ჯვარზე ავედით ...
მაგრამ უამრავი ხალხი იყო..
ქართველები...
სომხები - თან ქორწილი ქონდათ, ძალიან კი გაგვიკვირდა... 
კიდევ რავიც რა ეროვნების არა...
გული დაგვწყდა რომ ეკლესიაში ვერ შევედით...
მაგრამ იქვე ჯვართან გავჩერდით...
ბევრი ბევრი ყვავილები დავკრიფეთ...
მერე გვირგვინი გამიკეთეს ყვავილების და მაჩუქეს... მთელი დღე თავიდან არ მომიშორებია :D მოსიარულე ზაფხული ვიყავი... 
მმმ...
საყვარელი

:D 

თბილისში საშინელი წვიმა დაგვხვდა...
სახლსი არ მინდოდა...
თან დილით დარღვეული პირობების შესრულება გადავწყვიტე და ეგრევე თაა-ს დავადექი...

წვიმამ გადაიღო და არტ გენზე წასვლა გადავწყვიტეტ, მაგრამ შუა გზაში გადავიფიქრეთ და თაას საყვარელ ადგილს "დუბლინს" დავეცით...
იქ ჩვეული გარემო იყო.. თითქმის... 
დავსხედით...
ძალიან ბევრი ლუდი დავლიეთ.. უფრო სწორად თამ და შაამ დალიეს :D მე ვწრუპავდი ხან წვენს ხან ლუდს... ცეკვა გვინდოდა, მაგრამ თითქოს თავს ვიკავებდით...
მააგრამ მერე ვსიო...
ვიცეკვეთ...
მოვილხინეეთ...
მააგარი ვეშები გაუშვა დავითამ.. თითქოს იცოდა ჩვენ რა გვინდოდა...
:D :D :D 
ჩვენს ხასიათში ჩასვა ყველა მუსიკა...
მერე მე და შაა წამოვედით..
თაამ მე დავრჩებიო.. 
თავის და ლევანიკოს სიმღერას ელოდა, რომელსაც დავითა დაპირდა აუცილებლად დავუკრავთო ცოტა მოგვიანებითო...
კიდე მინდოდა დარჩენა... მააგრამ ჩემი წამოსვლის რო იყო...
გადავწყვიტეთ 
რომ
ყოველ 
შაბათს
დავაცხრებოდით
დუბლინს...
ხოოდა.. გველოდეეთ :D
კიდევაც ბევრს დავლევთ..
კიდევაც ბევრს ვიცეკვებთ...
და ვიმღერებთ :D
აი ეგრე :)


ხოოდა იმდენად სასიამოვნოდ გავატარე ეს დღე...
იმდენად კარგად...
ასე კარგახანია არ მიხალისია...
არ დავხარჯულვარ ბოლომდე :D