BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Wednesday, December 31, 2008

მე შენ მიყვარხარ ! . . .


მე შენ მიყვარხარ..
ხო ხო შენ მიყვარხარ.
რამდენიხანია აღარავისთვის მითქვამს ეს სიტყვები, იმ გრძნობით და მთელი ჭეშმარიტებით... იცი თითქოს მენატრება, რა ჯობია იმას როცა გიყვარს, როცა ბედნიერების ყოველი წამით ტკბები, სიხარულისგან ღრუბლებში დაფრინავ, იღიმი უზომოდ ბევრს ... უბრალოდ ბედნიერი ხარ....
ეხლა სწორედ ეგრე ვარ...

არ ვიცი რა მიხარია
არ ვიცი სად დავფრინავ
არ ვიცი რატო ვიღიმი
არ ვიცი რატო მიყვარს!...
ხო ხო მართალი ხარ, შეყვარებული ვარ...
ვისზე?
აჰმ...
გითხრაა?
ოოოF
არ ვიცი რამდენად ღირს...
ისე შენ თუ არ გითხარი...
ან როგორ უნდა დაგიმალო?.
კაი მაცალე.. ვამბოოოოოოობ
მე უბრალოდ
შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი ვ ა რ ამ ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე, შენზე, მეგობრებზე, დაქალებზე, ძმაკაცებზე, უბრალოდ ნაცნობებზე, ბუნებაზე, ყვავილებზე, მზეზე, თოვლზე, წვიმაზე, ბუშტებზე... არ ვიცი კიდე ვისზე... მე უბრალოდ თქვენზე ვარ შეყვარებული... 
მინდა ყველას გასაგონად და დასანახავად ვიყვირომ რომ მე შეყვარებული ვარ ამ ცხოვრებაზე...
მიხარია რომ ვარსებობ
მიხარია რომ მყავს უძალიან მაგრესი მეგობრები
მიხარია რომ თქვენ ჩემს გვერდით ვარ
მიხარია რომ ვგრძნობ ყვავილების სურნელს
მიხარია რომ ვგრძნობ მზის სითბოს
მიხარია რომ უბრალოდ შეყვარებული ვარ
მიხარია რომ მიყვარხართ
მიხარია მიხარია მიხარია მიხარია მიხარია რომ მე თქვენ მიყვარხართ!...