BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Sunday, February 15, 2009

მთელი დღე სასიამოვნო განწყობაზე ვარ.. დილიდან მშვიდ და კარგ გუნებაზე გამეღვიძა, თან ისეთი სასიამოვნო ამინდი იყო რომ.. უფრო და უფრო შემატა კარგი გუნება ჩემს ხასიათს... 
სანამ ჩემს აივანს მზე უყურებდა მისი ნეტარებით დავტკბი აივანზე.. მივირთვი ყავა... ვფიქრობდი როგორ გამეტარებინა ეს დღე...
სახლში ყოფნა გადავწყვიტე.. მობილური გამოვრთე... კომპთან ვიჯექი თითქმის მთელი დღე, ხან მაისფეისზე, ხან ადნოკლასნიკებზე, ხან სკაიპში.. ბოლოს ყველაფრერი მომბეზრდა... 
ვიფიქრე წავიმეცადინებ თქო, მაგრამ ჩემი მაგიდის უჯრაში სულ სულ შემთხვევით ჩემი ძველი ბლოკნოტები ვიპოვე... 
გადაშლისთანავე წავედი წარსულში, ვკითხულობდი ჩემს ჩანაწერებს და მეცინებოდა -" ნუთუ ეს მე ვიყავი?", იმდენი სისულელეეები მეწერა, გულიანად მეცინებოდა.. არა და მაშინ მთელი გრძნობებით ვწერდი, ბევრ ფურცელზე ცრემლიც დაღვრილა, რომელიც სამუდამოდ შენახულა და გამქრალა მაგ ფურცელზევეც...
ასევე აღმოვაჩინე ჩემი მეგობრების ჩანაწერები... 
გული დამწყდა...
ძალიან...
ამ მეგობრებიდან დღეს ჩემს გვერდით მხოლოდ 1 ადამიანი დაღცა.. ზოგი გაქრა... ზოგიც მე გავაქრე.. ზოგმა ისე გული მატკინა რომ დღემდე ცუდათ ვარ...
ეს ადამიანი რომელიც დღემდე ჩემს გვერდით არის სიგიჟემდე მიყვარს.. ამ სიტყვების გარეშეც მშვენივრად იცის ...
ხოოდა რაზე მოვაყოლე ეს ყველაფერი... 
ეს პოსტი მთლიანად თაკას ეძღვნება... 
თააკ დღეს ისეთი ჩანაწერი ვიპოვე შემთხვევით შეიძლება გადაირიო... ასე ვთქვათ ჩვენი მეგობრობის, დაქალობის და რავიცი ყველაფრის დასაწყისი.... 
ვკითხულობდი და თან ცრემლები მომადგა, თან მეცინებოდა... ყველაზე საამაყო კი ის არის რომ ჩვენ დღესაც ერთად ვართ.. რამდენი კარგი-ცუდი რამ გადაგვიატანია ერთად...
მოკლედ აღარ დავიწყებ ვერს და მინდა შენი ნებართვით ეს შენი ჩანაწერი გამოვაქვეყნო :D იმედია არ მიწყენ.. ისე არამგონია გეწყინოს.. შენც კი გაგიკვირდება .....



"მოკლედ ჩემო კარგო და კეთილო ადამიანო, მე ვარ ის გიჟი თამუნა, შენზე ერთი კურსით ზევით რომ არის და თაკას რომ ეძახიან. ან უფრო მარტივად აგიხსნი - "ბიჭების ხამი" და ცნობილი "ამხევ-დამწერი" :)
კაი მეყო ჩემზე ქაქანი, მარა შენ რა გითხრა? ... 
  მე მგონი კარგად მეტყობა სახეზე, რომ მიყვარხარ, ღიმილზე, ის რომ ყალბი არ ვარ და არ ვთამაშობ შენთან ურთიერთობაში.
  იცი რას ვაფასებ შენში ყველაზე მეტად? იმას რომ ადამიანს შეუძლია "გადმოგილაგოს" მთელი თავისი შინაგანი სამყარო, ანუ როგორც ჩემი ბაბუკა იტყოდა " სანდომიანი ადამიანი ხარ და გაჭირვების ტალკვესი". გენაცვალე შენ ჩემი პაწუკა. ვაფრენ შენს ტუჩებზე, თვალებზე, ხალზე და შენზე იმიტომ რომ ინდივიდი ხარ, შენი ინდივიდუალური ორიგინალურ-როკურ-ხიპური სტილი გაქვს და ეს ყალბი და შენი შექმნილი არ არის - ანუ შენი სულიერი სამყაროს გამოძახილია.
ეხლა მაგარი ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ როგორც კი ბლოკნოტი მოვიმარჯვე რამეს დავწერ თქო, განწყობა შემეცვალა. იცი რატომ? შენი ბლოკნოტიც შენი ნაწილია, შეგრძნება მაქვს თითქოს აქ ხარ და ჩემთან და ისე გელაპარაკები , შენს გვერდით კიდევ როგორ შეიძლება ადამიანი ცუდათ იყოს? ... არავითარ შემთხვევაში! ხოოდა, მეც მიუხედავად ჩვენს შორის არსებული სიშორისა, ვგრძნობ რომ აქ ხარ, როგორც ჩარკვიანის სიმღერაშია - "შენ აქ ხარ, ჩემთან!"
მგონი გავჭედეეე, თან ჩემი ფურცელიც ილევა, არა და კიდევ იმდენს გეტყოდი, მაგრამ არაუშავს, შენს სულ ჩემს ხელში არა ხარ? ოღონდ არ თქვა "რა გაუძლებსო", შევეცდები თავი არ მოგაბეზრო. გკოცნი ცისოდენს და ზღვისოდენს. დამირეკე ხოლმე....
899786087 თაკაააა"

თამუნა სელეპანიშვილი - 06/04/2005წელი