BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Monday, November 24, 2008

იციჰ...

იციჰ...

ზოგჯერ მენატრები..

ზოგჯერ შენი დანახვაც არ მინდა...

ზოგჯერ შენი მხოლოდ ერთი ჩახუტება მინდა..


შენთან ერთად ბოდიალი.. როგორც ხოლმეჰ რომ დავდიოდით..

რამდენ სისულელეზე ვლაპარაკობდით...
რამდენ სისულელეზე გვიოცნებია...
ლოლ
ეხლა მეცინება, რა შტერი ვიყავი, პატარა სულელუკა.. 
მაგრამ შენ ხო ეგ გიყვარდა ჩემში...

გახსოვს წვიმაში დაჭერობანას რომ ვთამაშობდით?
მერეჰ გაწუწულები და მთლიანად გალუმპულები ერთმნეთს ვეხუტებოდით ...
აჰმ... ზოგჯერ ისე ისე მომენატრები რომ შენს სურნელს ვგრძნობ...
ასე მგონია ჩემს გვერდით ხარ სულ სულ სულ...

ვიციჰ.. ზოგჯერ თავს ვიტყუებ...
თავს ვიტყუებდი რომ ვიძახდი "ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ"...
ნამდვილად, მეგობრებზე მეტი ვიყავით...

ერთი მთლიანობა...

1+1 ჩვენთვის ყოველთვის 1 უდრიდა... 

რა მოჰდა მერეჰ? 
მე შენ გეკითხები...
მე არ მაქვს პასუხი... ალბათ არც შენ... 
იქნებ ასეც იყო საჭირო? 
იმდენად ახლოს და ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები რომ ზოგჯერ, ჩვენი ერთად ყოფნაც კი მაშინებდა....
მეშინოდა იმ უზომოდ დიდი ბედნიერების... 
მეშინოდა უზომო სიყვარულით არ დაგვეკარგა ერთმანეთიჰ...

მეშინოდა იმის რაც მოხდაჰ...

მოხდაჰ ის რომ დღეს ერთმანეთს აღარ ვეკუთვნით...
შენ სხასთან ხარ..
მეც შენ აღარ გეკუთვნიჰ...
ალბათ ეგრე იყო საჭირო...

ან იქნებ მე გამოვდექი სუსტი ჩვენს ურთიერთობაში?

ან იქნებ შენ?

არ გვინდაჰ დადანაშაულება ერთმანეთის.. უბრალოდ ჩვენ ერთად ვიყავით კარგად... ვიყავით და ვსოჰ...


იყო... 
იყო...

იციჰ, ყოველთვის მახსენდება ის დრო, წუთები, საათები, დღეები...
იცი..
ზოგჯერ მენატრება...

ზოგჯერ...

მხოლოდ და მხოლოდ ზოგჯერ...

ზოგჯერ მენატრები...

Sunday, November 23, 2008

რატომ? ...


რატომ? ...
რატომ ხდება ისე რომ ადამიანებს ბედნიერება უნდათ და რაღაც ხელს უშლის, ან ვიღაც... ყოველთვის დიდი დაბრკოლებების წინაშე დგებიან...
რატომ ხდება ისე რომ ამ ბედნიერების მისაღწევად ყველანაირ მსხვერპლზე მიდიან და მაინც არაფერი გამოდის...
რატომ ხდება ისე რომ ბედნერებას და სიყვარულს გასცემენ ყოველთვის მაგრამ უკან არასდროს ბრუნდება...
რატომ? ...
იქნებ იკარგება, იქნებ ვიღაც სხვა იპარავს... ან იქნებ იქ არ ვეძებთ სადაც უნდა ვეძებოთ...
იქნებ ნაპოვნი გვყავს და ჩვენ არ ვიცით... ?
იქნებ ჯერ არც არის საჭირო გამოჩნდეს...
იქნებ დამალობანას გვეთამაშება..
იქნებ...
იქნებ...
რამდენი "იქნებ" და "რატომ" არის ჩვენს ცხოვრებაში... 
რატომ?
იქნებ ჩვენ გვინდა მასე...
რატომ?
იქნებ ...