BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Monday, June 22, 2009

კიდევ ერთი ლამაზი დღე ...

თბილი ამინდი..
მზიანი დილა...
და უთბილესი სმს - 03:52 "dzalian minda chems gverdit iyo, chaguxuto da davidzino"

სულ ასეთი ცელქი და თბილია... იცის, ჩემს უთქმელად ხვდება რომ რაღაცაზე გამაბრაზებს.. სულ სულ უაზროდ და მერე იმასაც ხვდება როგორ უნდა მომქრთამოს და შემომირიგოს... 

მთელი დღე ერთად, რა მაგარია..
მთელი ღამე ერთად...
რამდენი ვისაუბრეეთ...
რამდენი ვეფერე...
რამდენი ვკოცნე...
თან როგორ მენატრებოდა :"> 

ყველაზე უთბილესი ადამიანია... ყველაზე საყვარელი... ყველაზე ყურადღებიანი...

თაა არ გაცივდე, თაა რამე ხომ არ გინდა, თაა ბევრს ნუ ეწევი ... თა დათვრები...

მე კიდევ ჯიუტი, არ ვუჯერებ.. ფეხშიშველი დავდიოდი მთელი დღე... ღერს ღერზე ვეწეოდი... დავლიე.. ცოტა.. მაგრამ საკაიფოდ... 
ვცეკვავ ჩემთვის...
ვიწვევ მას...
:D

ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნება.. 
შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა...
შენს უსაყვარლეს ადამიანტან ყოფნა... 
უბრალოდ ჩახუტება და მისი სუნით, სითბოთი რომ ტკბები...

ბედნიერი ვარ...
ჩავეხუტე...
მაგრად მაგრად...
მთელი დღე ერთმანეთს არ ვცილდებოდით...
ჩახუტებულს  ჩამედძინასავით....


"თაა დაწექი ცოტახანი დაიძინე, ყურადღებას მოგაქცევ რომ არ გაგაღვიძონ და მშვიდად გეძინოს"

ძალიან მშვიდად დამეძინა.. თან სიზმარს ვხედავდი, თან მესმოდა იქეთ ოთახში რომ საუბრობდნენ... უკრავდნენ... მღეროდნენ...

კოცნა ვიგრძენი ლოყაზე.... 

თვალი გავახილე და ჩემს საწოლთან ზის..

რომ მაღვიძებენ ყველაზე საშინელ ხასიათზე ვარ.. მაგრამ საყვარელი ადამიანი, ჩუმად და ნაზად ლოყაზე კოცნით რომ გაგაღვიძებს.... :wub:

მიყურებდა და ტკბებოდაანგელოზივით, საყვარლად როგორ მეძინა...

ხალისობდა ძილში წკმუტუნებო... :D  (არ ვიცოდი ნამდვილად...)

მმმმ.... არა, აშკარად არ ვარ შეყვარებული .... 

Friday, June 12, 2009

მოღრუბლული ცაა...მოღრუბლული მეე...

მოღრუბლული ცაა...
თითქოს უნდა ეწვიმა, თითქოს ცხელოდა, თითქოს ქარი იყო...
ამინდმაც არ იცოდა რა უნდოდა გუშინ...

მეც თითქმის მასეთ ხასიათზე ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა...

მოღრუბლული მეე...

უხასიათოდ, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მიზეზი არ მქონდა მოწყენილობის...
თითქოს კარგ ხასიათზე ვიყავი, თითქოს ტირილი მინდოდა, თითქოს უაზროდ გიჟივით მეცინა... 

უცნაურია არა ?

მეც მიკვირს...

საღამოს ნელ ნელა მოიღრუბლა, ჩემი ხასიათიც იღრუბლებოდა, მაგრამ არ წვიმდა, მეც ცრემლი არ მომდიოდა...

სახლში სასტიკად არ მინდოდა გაჩერება...

გარეთ უაზროდ ბოდიალი მინდოდა...

ჩემთან ეზოში წყნარად ვიჯექი.. ვეწეოდი... ქუჩაში ვათვარიელებდი გავლილ ხალხს, გავლილ ავტომობილებს... ვუყურებდი ხმაურიან ქუჩას...

აი გაწვიმდა...

როგორი კარგია... წვიმა ძალიან გამეხარდა მიუხედავად იმისა რომ 2 კვირაა ყოველდღე წვიმს...
წვიმის წვეთები მსიამოვნებდა...
მსიამოვნებდა რომ ვსველდებოდი...
ძალიან ძალიან...

საღამოს 11ის ნახევარი იქნებოდა სახლში ამოვედი ... ვუსმენდი მუსიკას... უაროდ ყველაფერს ვუსმენდი...

მაგრამ თითქოს კიდევ რაღაცის მოლოდინში ვიყავი...

თითქოს?

აშკარად სმს-ის მოლოდინში...

1 წუთში ერთხელ მობილურს ვამოწმებდი...
ვამოწმებდი იქნებ არ იჭერს, იქნებ ხმა მაქვს გამორთული...
იქნებ დაჯდა და გამოირთო...
მაგრამ...
არაფერი ...
სდუმდა ჩემი მობილური...

და აი...

სმს ...

00:58 ***

"au mapatie ra dges verc ki gipasuxe iset pontshi viyavi"

...... დავმშვიდდი და მესიამოვნა ძალიან, მაგრამ არ შევიმჩნიე წყნარად გადავდე მობილური.. თითქოს არც არაფერი მოსულიყო... 
წყნარად გამოვრთე მობილურის ხმა და დავწექი დასაძინებლად...
 


01:43 ***

"agar melaparakebi? :( :S "

02:06 ***

"Tu rame gacyenine mapatie :( :S"

დილიდან ამ სმს-მა ყველაზე მაგარ ხასიათზე დამაყენა..
ძაააალიან ბედნიერი ვიყავი...
თურმე ინერვიულა..

თურმე მიხვდა თავის დანაშაულს...

თურმე მიხვდა რომ ცუდად მოიქცა...

:) მთელი დღე მზე ჩემსავით იღიმოდა...
თბილოდა როგორც ჩემს გულში... 
თბილოდა?
არა ცხელოდა საშინლააად ...

უუუუ ამინდი და მე ორი დღეა ერთნაირ განწყობაზე ვართ ...

Eternal Sunshine