BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Friday, June 12, 2009

მოღრუბლული ცაა...მოღრუბლული მეე...

მოღრუბლული ცაა...
თითქოს უნდა ეწვიმა, თითქოს ცხელოდა, თითქოს ქარი იყო...
ამინდმაც არ იცოდა რა უნდოდა გუშინ...

მეც თითქმის მასეთ ხასიათზე ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა...

მოღრუბლული მეე...

უხასიათოდ, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მიზეზი არ მქონდა მოწყენილობის...
თითქოს კარგ ხასიათზე ვიყავი, თითქოს ტირილი მინდოდა, თითქოს უაზროდ გიჟივით მეცინა... 

უცნაურია არა ?

მეც მიკვირს...

საღამოს ნელ ნელა მოიღრუბლა, ჩემი ხასიათიც იღრუბლებოდა, მაგრამ არ წვიმდა, მეც ცრემლი არ მომდიოდა...

სახლში სასტიკად არ მინდოდა გაჩერება...

გარეთ უაზროდ ბოდიალი მინდოდა...

ჩემთან ეზოში წყნარად ვიჯექი.. ვეწეოდი... ქუჩაში ვათვარიელებდი გავლილ ხალხს, გავლილ ავტომობილებს... ვუყურებდი ხმაურიან ქუჩას...

აი გაწვიმდა...

როგორი კარგია... წვიმა ძალიან გამეხარდა მიუხედავად იმისა რომ 2 კვირაა ყოველდღე წვიმს...
წვიმის წვეთები მსიამოვნებდა...
მსიამოვნებდა რომ ვსველდებოდი...
ძალიან ძალიან...

საღამოს 11ის ნახევარი იქნებოდა სახლში ამოვედი ... ვუსმენდი მუსიკას... უაროდ ყველაფერს ვუსმენდი...

მაგრამ თითქოს კიდევ რაღაცის მოლოდინში ვიყავი...

თითქოს?

აშკარად სმს-ის მოლოდინში...

1 წუთში ერთხელ მობილურს ვამოწმებდი...
ვამოწმებდი იქნებ არ იჭერს, იქნებ ხმა მაქვს გამორთული...
იქნებ დაჯდა და გამოირთო...
მაგრამ...
არაფერი ...
სდუმდა ჩემი მობილური...

და აი...

სმს ...

00:58 ***

"au mapatie ra dges verc ki gipasuxe iset pontshi viyavi"

...... დავმშვიდდი და მესიამოვნა ძალიან, მაგრამ არ შევიმჩნიე წყნარად გადავდე მობილური.. თითქოს არც არაფერი მოსულიყო... 
წყნარად გამოვრთე მობილურის ხმა და დავწექი დასაძინებლად...
 


01:43 ***

"agar melaparakebi? :( :S "

02:06 ***

"Tu rame gacyenine mapatie :( :S"

დილიდან ამ სმს-მა ყველაზე მაგარ ხასიათზე დამაყენა..
ძაააალიან ბედნიერი ვიყავი...
თურმე ინერვიულა..

თურმე მიხვდა თავის დანაშაულს...

თურმე მიხვდა რომ ცუდად მოიქცა...

:) მთელი დღე მზე ჩემსავით იღიმოდა...
თბილოდა როგორც ჩემს გულში... 
თბილოდა?
არა ცხელოდა საშინლააად ...

უუუუ ამინდი და მე ორი დღეა ერთნაირ განწყობაზე ვართ ...

Eternal Sunshine

2 comments:

Anonymous said...

momcons sheni postebi:) chemsas gavs ragacnairad

თაკა said...

hmmm..
sagol shen..
ai shens sayvarel levans kidev xval skandali ar acdeba guli migrdznobs..
tavs tu ar gadavparsav rames namdvilad movtexav.. :D