BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Tuesday, August 18, 2009

.. Batumi ... My Summer Holiday...

მმმ...

რამდენიხანია ვგეგმავდი ზღვაზე წასვლას... თითქმის აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, მაგრამ ხან რა საქმე გამომიჩნდა.. მერე ფული შემომეხარჯა და.. ასე გადამედო ზღვა.. ბათუმი... უკვე აღარც კი ვფიქრობდი და ნელ ნელა ვეგუებოდი იმ აზრს რომ წელს ზღვას დავემშვიდობებოდი და სურამში წასვლის გეგმებს ვაწყობდი ... 

მაგრამ...

დღეს ჩემი ყველა ფიქრი, გეგმა და ასე შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ... 

ზარი ჩემს მობილურზე ახალი ამბით – ხვალ ზღვაზე მივდივართ ...

სიხარულისგან კივილი დავიწყე ... ძალიან გამეხარდა... ძალიან ...

მომენტალურად გავარდი სახლში...

ავიღე პირადობა...

მერე რკინიგზის სადგურზე...

ვიყიდე ბილეთები ხვალინდელ დღეზე ( ისე გამიკვირდა რომ ბილეთები იყო ... ნუ თავისთავად გამიხარდა)

მოვედი სახლში...

ჩავბარგდი...

მეგონა ყველაზე მეტ დროს წამართმევდა მაგრამ 1 საათში ყველაფერი მზად მქონდა... 

დავდივარ.. ვფიქრობ რამე ხომ არ მავიწყდება... ან რამე ზედმეტი ხომ არ მიმაქვს.. ან რავიცი ))) 

თან საათებს ვითვლი უკვე...

დღეს ადრე უნდა დავიძინო...

ხვალ 7–ზე ფეხზე უნდა ვიყო უკვე... 

აზრზე მოსვლა ხო მინდა.. სანამ ყავას დავლევ.. სანამ რაა... 8ზე ხო მაინც უნდა ვიყო რკინიგზის სადგურზე... 

8/25წუთზე მატარებელი გადის .... თბილისი–სამგრ–მახინჯაური ...

მე ბათუმი მელოდება...

ჩემი მეგობრები.. რომლებიც უკვე ყოველდღე მირეკავდნენ და აბა როდის ჩამოხვალ და... როდის დაგხვდეთ და...

ხოოოდაა ხვალ მივდივააარ...

ბათუმი ...

ჩემი ზაფხულის არდადეგები...

Wednesday, August 5, 2009

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ი ი ი ი ი ი ი . . . . . . .

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ი ი ი ი ი ი ი . . . . . . . 

აი აიიი იცი როგორ მენატრები?
მე რომ ვიცი ეგრე რომ ავკრუსუნდები...
ცრემლები რომ მომადგება სიგიჟემდე მონატრების...
შენი ხმის გაგონებისას გული რომ ამიფანცქალდება და ... 
აი ეგრე...
ყველაზე თბილი ადამიანი ხარ...
ყველაზე ყურადღებიანი ადამიანი ხარ...
ყველაზე ყველაზე...

ვიცი ძალიან გიჟი ვარ...
შენსავით...
აი სულ სხვა ვართ მე და შენ :) 

მე - უსათუთესი... უტკბილესი ... ყურადღებიანი ... ერთადერთი ადამიანი ვისაც შენი ყველაზე მეტად ესმის...

შენ - ცელქი... მოუსვენარი... სულ რომ ცქმუტავ... ყურადღებიანი .... ერთადერთი ადამიანი ვისაც ჩემი ყველაზე მეტად ესმის...

არ ვიცი რა დავარქვა ყველაფერ ამას...

რატომ შემიჩვიე ასე?
რას ვაპირებთ მომავალში?
რატომ შეგეჩვიე ასე?
რას ვითხოვთ მომავლისგან?

მე არაფერს...
უბრალოდ ყოველი დღე შენით იწყება....
"ჩემო უსათუთესო გაიღვიძე? "
უბრალოდ ყოველი დღე შენით მთავრდება ....
"ტკბილი ძილი თააკ, შე უსათუთესო"

დღეს მთელი დღე ყველაზე მეტად შენ მაკლიხარ...

ვიცი რომ ეხლა შავი ზღვის სანაპიროზე დასეირნობ.. მარტო, უჩემოდ...
ვიცი რომ ყველაზე ძალიან მე გინდა რომ ვიყო მანდ...
ვიცი რომ ყველაზე მეტად მოგენატრე....
მაგრამ არა ჩემზე მეტად :P

არ მერიდება იმის თქმა რომ ძვირფასი ხარ ჩემთვის...
არ მერიდება იმის თქმა რომ ერთი წამითაც უშენოდ ცუდათ ვარ....
არ მერიდება იმის თქმა რომ სულ მენატრები...
არ მერიდება შენთან არაფერი ... 
არ მერიდება...


უბრალოდ მინდა რომ სულ ასე კარგად ვიყოთ...
როგორც ეხლა :)
უბრალოდ მინდა სულ ასე ბედნიერები ვიყოთ...
როგორც ეხლა :)
უბრალოდ მინდა სულ ერთად ვიყოთ...
როგორც ეხლა :)
უბრალოდ მინდა....
როგორც ეხლა...


შენ მართალი ხარ - Nothing   Compares   To   Me ...

Nothing   Compares   To  You ...


Nothing   Compares  To  Us - ჩვენ ერთად ...