BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Tuesday, September 1, 2009

ახალი მე ...

ჩემი ახალი მეს ჩამოყალიბება დაიწყო იმით რომ დასასვენებლად წავედი... უფრო დავმშვიდებულიყავი და საფიქრელად უფრო მეტი დრო მქონოდა... მაგრამ ჩემი "ახალი მე" ჯერ კიდევ ჩამოყალიბების გზაზეა... პირველი ნაბიჯები გადაიდგა ჩემ ვიზუალური მხრით – რომ შევცვალე მაკიაჯი,

ჩაცმის სტილი,

ახალი პრიჩოსკა

და

თმის ფერი... 

შინაგანად კი – 

შევცვალე ხასიათი,

აღარ ვარ ძალიან გულჩვილი,

ყველაფერს უფრო რეალურად ვუყურებ,

შეიძლება ითქვას გავხდი უფრო მკაცრი...

ადრე თუ ვინმეს ძალიან ბევრს ვპატიობდი, ეხლა აღარ.. შეიძლება ოდნავი უყურადღებობაც კი არ ვაპატიო და დიდიხნის ნაცნობი და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი დავკარგო...

მომწონს ასეთი ახალი მე – თაკო ...

კიდევ უფრო მეტვს ვიმუშავებ საკუთარ თავზე...

შევიცვლები კიდევ უფრო...

შეიძლება ბევრისთვის ჩემი ეს "ახალი მე" მიუღებელი იყოს და ვერ გამიგოს, დამკარგოს.. მაგრამ ადამიანების დაკარგვასაც მივეჩვიე... 

ჩემი "ახალი მე"–თი ვიწყებ ახალი ცხოვრების სტილს... სადაც ყველაფერი სხვანაირად იქნება... 

რამოდენიმე პოსტის წინ ვწერდი კიდევაც.. ვიწყებ ახალ ცხოვრებას.. ხოოდა ესეც ჩემი პირველი ნაბიჯები...

ეს ჩემი ახალი თმის ფერი :