BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Tuesday, August 18, 2009

.. Batumi ... My Summer Holiday...

მმმ...

რამდენიხანია ვგეგმავდი ზღვაზე წასვლას... თითქმის აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, მაგრამ ხან რა საქმე გამომიჩნდა.. მერე ფული შემომეხარჯა და.. ასე გადამედო ზღვა.. ბათუმი... უკვე აღარც კი ვფიქრობდი და ნელ ნელა ვეგუებოდი იმ აზრს რომ წელს ზღვას დავემშვიდობებოდი და სურამში წასვლის გეგმებს ვაწყობდი ... 

მაგრამ...

დღეს ჩემი ყველა ფიქრი, გეგმა და ასე შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ... 

ზარი ჩემს მობილურზე ახალი ამბით – ხვალ ზღვაზე მივდივართ ...

სიხარულისგან კივილი დავიწყე ... ძალიან გამეხარდა... ძალიან ...

მომენტალურად გავარდი სახლში...

ავიღე პირადობა...

მერე რკინიგზის სადგურზე...

ვიყიდე ბილეთები ხვალინდელ დღეზე ( ისე გამიკვირდა რომ ბილეთები იყო ... ნუ თავისთავად გამიხარდა)

მოვედი სახლში...

ჩავბარგდი...

მეგონა ყველაზე მეტ დროს წამართმევდა მაგრამ 1 საათში ყველაფერი მზად მქონდა... 

დავდივარ.. ვფიქრობ რამე ხომ არ მავიწყდება... ან რამე ზედმეტი ხომ არ მიმაქვს.. ან რავიცი ))) 

თან საათებს ვითვლი უკვე...

დღეს ადრე უნდა დავიძინო...

ხვალ 7–ზე ფეხზე უნდა ვიყო უკვე... 

აზრზე მოსვლა ხო მინდა.. სანამ ყავას დავლევ.. სანამ რაა... 8ზე ხო მაინც უნდა ვიყო რკინიგზის სადგურზე... 

8/25წუთზე მატარებელი გადის .... თბილისი–სამგრ–მახინჯაური ...

მე ბათუმი მელოდება...

ჩემი მეგობრები.. რომლებიც უკვე ყოველდღე მირეკავდნენ და აბა როდის ჩამოხვალ და... როდის დაგხვდეთ და...

ხოოოდაა ხვალ მივდივააარ...

ბათუმი ...

ჩემი ზაფხულის არდადეგები...

2 comments:

Kate said...

მშურს.
მე ვმუშაობ და ვარ თბ–ში გაჭედილი.
კარგად დაისვენე.

naaat said...

wels vugalate batums da zgvas me :) da arc vnanob:-?? imedia kargi amindebi dagxvda :*