BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Friday, July 10, 2009

ვსო!

<<<შეიძლება იფიქრო რომ ვერ ვარ, ან გავგიჟდი.. ან რავიც რაც გინდა... უბრალოდ ვიცი რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და პირველ რიგში ძალიან კარგი მეგობარი... საყვარელი, თბილი და ყურადღებიანი... ბევრი ვიფიქრე... არ მინდოდა ასე მომეწერა, მინდოდა მენახე და ყველაფერი წყნარად და მშვიდად მეთქვა, ამეხსნა... მაგრამ .. მმმ... მოკლედ... მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე რომ ჩვენს ურთიერთობას აზრი არ აქვს... ტყუილად ვაფუჭებთ ყველაფერს.. არ მინდა როგორც მეგობარი ისე დაგკარგო.. დავკარგო ისინიც, ვინც ჩვენს გარშემო არიან ... იმედია გამიგებ... მინდა რომ როგორც ადრე ისე ვიყოთ.. JUST FRIENDS :) კარგი მეგობრები ... რაც იყო ყოველთვის ძალიან კარგად და ლამაზად გამახსენდება :* >>> 



ძალიან გამიჭირდა ამ სიტყვების მიწერა მისთვის... მთელი ძალა მოვიკრიბე.. დიდიხანია განზრახული მქონდა, მაგრამ ხან არ გამომდიოდა... ხან ძალა არ მყოფნიდა.. ხან კიდე რა... 
მაგრამ ეს მთავარი აღარ არის.. მთავარია რომ მივწერე... 
იმდენად კარგი ადამიანია რომ.. არ მემეტებოდა იმისთვის რომ ჩემს მიმართ ტყუილი გრძნობები გასჩენოდა.. ტყუილი იმედი.. და ბოლოს იმედგაცრუება... 

ვატყუებდი მას, საკუთარ თავს ..  
უნამუსოდ ვიქცეოდი... 
არა და არ იმსახურებდა... 
ის ჩემგან ყველაზე დიდ სითბოს და ყურადღებას იმსახურებდა... 

მაგრამ ყველა პრობლემა ჩემშია... 

ჩემში... 
რა ვქნა... 
სულ მას ვადარებდი... 
საერთოდ ყველას.. 
ვცდილობ მისი მსგავსი სხვაში ვიპოვო.. 
თუნდაც ოდნავი მსგავსება... 

:( 

მართლა აღარ შემიძლია...  
მინდა სულ გავაქრო... 
მინდა სულ გაქრეს ჩემი მეხსიერებიდან... 
ჩემი აზროვნებიდან... 
ჩემი მოგონებებიდან... 
ამნეზია დამემართოს მარტო მასზე.... 

მაგრამ... 

ის ლამაზი დღეები და მოგონებები დამენანება, რაც მასთან მაკავშირებს... 
ის ერთად გაკატებული წამები, წუთები, საათები, დღეები, კვირეები, თვეები.. წელიწადი... მართლაც რომ ყველაზე ბედნიერი იყო ...  

არა .. მართლა აღარ მიყვარს...  
უბრალოდ ვერ ვხვდები ეხლა რას მერჩის... 
რატომ გამოჩნდება მაინც და მაინც მაშინ.. როდესაც ყველაზე ძალიან არ მინდა მისი გამოჩენა... 
გამოჩნდება და ამირევს ყველაფერს... 
ლამაზად დალაგებულს და გარკვეულს ... 
ყოველი მისი მოწერილი ჩემთვის გულის ფანცქალი, ამოვარდნა და ცრემლია... 
ის ამას ვერ ხვდება... 
შეიძლება ხვდება და იმიტომაც მიკეთებს მასე... 
არა და ის ხომ ბედნიერია თავის ცოლთან...  
მეც მომცეს ბედნიერების უფლება... 
სხვასთან... 
ხო შეიძლება...  

ყველაფერი შეიძლება... 
ყველაფერი ხომ ჩემზეა დამოკიდებული... 

ხოდა... 

be free Pictures, Images and Photos

ვსო!  
მორჩა ყველაფერი... 
გაქრა ყველა ძველი ჩემს ცხოვრებაში... 

 

დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება.... 
ვიწყებ ახალ ცხოვრებას... 
ახალი ფურცლიდან... 
ახალი იმიჯი... 
ახალი სტილი... 
ახალი თაკო...

3 comments:

Roisin said...

:((

Roisin said...

:(

TakOsHkAoOo said...

magram roca rame mtavrdeba imas ar nishnavs rom The End ...
axali icyeba..
ufro uketesi...
da uketesi...
es nabiji carsulis gasaqrobad.. didixnis cin unda gadamedga...
dro gavizardo :)
:">