BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Monday, June 22, 2009

კიდევ ერთი ლამაზი დღე ...

თბილი ამინდი..
მზიანი დილა...
და უთბილესი სმს - 03:52 "dzalian minda chems gverdit iyo, chaguxuto da davidzino"

სულ ასეთი ცელქი და თბილია... იცის, ჩემს უთქმელად ხვდება რომ რაღაცაზე გამაბრაზებს.. სულ სულ უაზროდ და მერე იმასაც ხვდება როგორ უნდა მომქრთამოს და შემომირიგოს... 

მთელი დღე ერთად, რა მაგარია..
მთელი ღამე ერთად...
რამდენი ვისაუბრეეთ...
რამდენი ვეფერე...
რამდენი ვკოცნე...
თან როგორ მენატრებოდა :"> 

ყველაზე უთბილესი ადამიანია... ყველაზე საყვარელი... ყველაზე ყურადღებიანი...

თაა არ გაცივდე, თაა რამე ხომ არ გინდა, თაა ბევრს ნუ ეწევი ... თა დათვრები...

მე კიდევ ჯიუტი, არ ვუჯერებ.. ფეხშიშველი დავდიოდი მთელი დღე... ღერს ღერზე ვეწეოდი... დავლიე.. ცოტა.. მაგრამ საკაიფოდ... 
ვცეკვავ ჩემთვის...
ვიწვევ მას...
:D

ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნება.. 
შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა...
შენს უსაყვარლეს ადამიანტან ყოფნა... 
უბრალოდ ჩახუტება და მისი სუნით, სითბოთი რომ ტკბები...

ბედნიერი ვარ...
ჩავეხუტე...
მაგრად მაგრად...
მთელი დღე ერთმანეთს არ ვცილდებოდით...
ჩახუტებულს  ჩამედძინასავით....


"თაა დაწექი ცოტახანი დაიძინე, ყურადღებას მოგაქცევ რომ არ გაგაღვიძონ და მშვიდად გეძინოს"

ძალიან მშვიდად დამეძინა.. თან სიზმარს ვხედავდი, თან მესმოდა იქეთ ოთახში რომ საუბრობდნენ... უკრავდნენ... მღეროდნენ...

კოცნა ვიგრძენი ლოყაზე.... 

თვალი გავახილე და ჩემს საწოლთან ზის..

რომ მაღვიძებენ ყველაზე საშინელ ხასიათზე ვარ.. მაგრამ საყვარელი ადამიანი, ჩუმად და ნაზად ლოყაზე კოცნით რომ გაგაღვიძებს.... :wub:

მიყურებდა და ტკბებოდაანგელოზივით, საყვარლად როგორ მეძინა...

ხალისობდა ძილში წკმუტუნებო... :D  (არ ვიცოდი ნამდვილად...)

მმმმ.... არა, აშკარად არ ვარ შეყვარებული .... 

Friday, June 12, 2009

მოღრუბლული ცაა...მოღრუბლული მეე...

მოღრუბლული ცაა...
თითქოს უნდა ეწვიმა, თითქოს ცხელოდა, თითქოს ქარი იყო...
ამინდმაც არ იცოდა რა უნდოდა გუშინ...

მეც თითქმის მასეთ ხასიათზე ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა...

მოღრუბლული მეე...

უხასიათოდ, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მიზეზი არ მქონდა მოწყენილობის...
თითქოს კარგ ხასიათზე ვიყავი, თითქოს ტირილი მინდოდა, თითქოს უაზროდ გიჟივით მეცინა... 

უცნაურია არა ?

მეც მიკვირს...

საღამოს ნელ ნელა მოიღრუბლა, ჩემი ხასიათიც იღრუბლებოდა, მაგრამ არ წვიმდა, მეც ცრემლი არ მომდიოდა...

სახლში სასტიკად არ მინდოდა გაჩერება...

გარეთ უაზროდ ბოდიალი მინდოდა...

ჩემთან ეზოში წყნარად ვიჯექი.. ვეწეოდი... ქუჩაში ვათვარიელებდი გავლილ ხალხს, გავლილ ავტომობილებს... ვუყურებდი ხმაურიან ქუჩას...

აი გაწვიმდა...

როგორი კარგია... წვიმა ძალიან გამეხარდა მიუხედავად იმისა რომ 2 კვირაა ყოველდღე წვიმს...
წვიმის წვეთები მსიამოვნებდა...
მსიამოვნებდა რომ ვსველდებოდი...
ძალიან ძალიან...

საღამოს 11ის ნახევარი იქნებოდა სახლში ამოვედი ... ვუსმენდი მუსიკას... უაროდ ყველაფერს ვუსმენდი...

მაგრამ თითქოს კიდევ რაღაცის მოლოდინში ვიყავი...

თითქოს?

აშკარად სმს-ის მოლოდინში...

1 წუთში ერთხელ მობილურს ვამოწმებდი...
ვამოწმებდი იქნებ არ იჭერს, იქნებ ხმა მაქვს გამორთული...
იქნებ დაჯდა და გამოირთო...
მაგრამ...
არაფერი ...
სდუმდა ჩემი მობილური...

და აი...

სმს ...

00:58 ***

"au mapatie ra dges verc ki gipasuxe iset pontshi viyavi"

...... დავმშვიდდი და მესიამოვნა ძალიან, მაგრამ არ შევიმჩნიე წყნარად გადავდე მობილური.. თითქოს არც არაფერი მოსულიყო... 
წყნარად გამოვრთე მობილურის ხმა და დავწექი დასაძინებლად...
 


01:43 ***

"agar melaparakebi? :( :S "

02:06 ***

"Tu rame gacyenine mapatie :( :S"

დილიდან ამ სმს-მა ყველაზე მაგარ ხასიათზე დამაყენა..
ძაააალიან ბედნიერი ვიყავი...
თურმე ინერვიულა..

თურმე მიხვდა თავის დანაშაულს...

თურმე მიხვდა რომ ცუდად მოიქცა...

:) მთელი დღე მზე ჩემსავით იღიმოდა...
თბილოდა როგორც ჩემს გულში... 
თბილოდა?
არა ცხელოდა საშინლააად ...

უუუუ ამინდი და მე ორი დღეა ერთნაირ განწყობაზე ვართ ...

Eternal Sunshine

Sunday, February 15, 2009

მთელი დღე სასიამოვნო განწყობაზე ვარ.. დილიდან მშვიდ და კარგ გუნებაზე გამეღვიძა, თან ისეთი სასიამოვნო ამინდი იყო რომ.. უფრო და უფრო შემატა კარგი გუნება ჩემს ხასიათს... 
სანამ ჩემს აივანს მზე უყურებდა მისი ნეტარებით დავტკბი აივანზე.. მივირთვი ყავა... ვფიქრობდი როგორ გამეტარებინა ეს დღე...
სახლში ყოფნა გადავწყვიტე.. მობილური გამოვრთე... კომპთან ვიჯექი თითქმის მთელი დღე, ხან მაისფეისზე, ხან ადნოკლასნიკებზე, ხან სკაიპში.. ბოლოს ყველაფრერი მომბეზრდა... 
ვიფიქრე წავიმეცადინებ თქო, მაგრამ ჩემი მაგიდის უჯრაში სულ სულ შემთხვევით ჩემი ძველი ბლოკნოტები ვიპოვე... 
გადაშლისთანავე წავედი წარსულში, ვკითხულობდი ჩემს ჩანაწერებს და მეცინებოდა -" ნუთუ ეს მე ვიყავი?", იმდენი სისულელეეები მეწერა, გულიანად მეცინებოდა.. არა და მაშინ მთელი გრძნობებით ვწერდი, ბევრ ფურცელზე ცრემლიც დაღვრილა, რომელიც სამუდამოდ შენახულა და გამქრალა მაგ ფურცელზევეც...
ასევე აღმოვაჩინე ჩემი მეგობრების ჩანაწერები... 
გული დამწყდა...
ძალიან...
ამ მეგობრებიდან დღეს ჩემს გვერდით მხოლოდ 1 ადამიანი დაღცა.. ზოგი გაქრა... ზოგიც მე გავაქრე.. ზოგმა ისე გული მატკინა რომ დღემდე ცუდათ ვარ...
ეს ადამიანი რომელიც დღემდე ჩემს გვერდით არის სიგიჟემდე მიყვარს.. ამ სიტყვების გარეშეც მშვენივრად იცის ...
ხოოდა რაზე მოვაყოლე ეს ყველაფერი... 
ეს პოსტი მთლიანად თაკას ეძღვნება... 
თააკ დღეს ისეთი ჩანაწერი ვიპოვე შემთხვევით შეიძლება გადაირიო... ასე ვთქვათ ჩვენი მეგობრობის, დაქალობის და რავიცი ყველაფრის დასაწყისი.... 
ვკითხულობდი და თან ცრემლები მომადგა, თან მეცინებოდა... ყველაზე საამაყო კი ის არის რომ ჩვენ დღესაც ერთად ვართ.. რამდენი კარგი-ცუდი რამ გადაგვიატანია ერთად...
მოკლედ აღარ დავიწყებ ვერს და მინდა შენი ნებართვით ეს შენი ჩანაწერი გამოვაქვეყნო :D იმედია არ მიწყენ.. ისე არამგონია გეწყინოს.. შენც კი გაგიკვირდება .....



"მოკლედ ჩემო კარგო და კეთილო ადამიანო, მე ვარ ის გიჟი თამუნა, შენზე ერთი კურსით ზევით რომ არის და თაკას რომ ეძახიან. ან უფრო მარტივად აგიხსნი - "ბიჭების ხამი" და ცნობილი "ამხევ-დამწერი" :)
კაი მეყო ჩემზე ქაქანი, მარა შენ რა გითხრა? ... 
  მე მგონი კარგად მეტყობა სახეზე, რომ მიყვარხარ, ღიმილზე, ის რომ ყალბი არ ვარ და არ ვთამაშობ შენთან ურთიერთობაში.
  იცი რას ვაფასებ შენში ყველაზე მეტად? იმას რომ ადამიანს შეუძლია "გადმოგილაგოს" მთელი თავისი შინაგანი სამყარო, ანუ როგორც ჩემი ბაბუკა იტყოდა " სანდომიანი ადამიანი ხარ და გაჭირვების ტალკვესი". გენაცვალე შენ ჩემი პაწუკა. ვაფრენ შენს ტუჩებზე, თვალებზე, ხალზე და შენზე იმიტომ რომ ინდივიდი ხარ, შენი ინდივიდუალური ორიგინალურ-როკურ-ხიპური სტილი გაქვს და ეს ყალბი და შენი შექმნილი არ არის - ანუ შენი სულიერი სამყაროს გამოძახილია.
ეხლა მაგარი ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ როგორც კი ბლოკნოტი მოვიმარჯვე რამეს დავწერ თქო, განწყობა შემეცვალა. იცი რატომ? შენი ბლოკნოტიც შენი ნაწილია, შეგრძნება მაქვს თითქოს აქ ხარ და ჩემთან და ისე გელაპარაკები , შენს გვერდით კიდევ როგორ შეიძლება ადამიანი ცუდათ იყოს? ... არავითარ შემთხვევაში! ხოოდა, მეც მიუხედავად ჩვენს შორის არსებული სიშორისა, ვგრძნობ რომ აქ ხარ, როგორც ჩარკვიანის სიმღერაშია - "შენ აქ ხარ, ჩემთან!"
მგონი გავჭედეეე, თან ჩემი ფურცელიც ილევა, არა და კიდევ იმდენს გეტყოდი, მაგრამ არაუშავს, შენს სულ ჩემს ხელში არა ხარ? ოღონდ არ თქვა "რა გაუძლებსო", შევეცდები თავი არ მოგაბეზრო. გკოცნი ცისოდენს და ზღვისოდენს. დამირეკე ხოლმე....
899786087 თაკაააა"

თამუნა სელეპანიშვილი - 06/04/2005წელი


Saturday, January 24, 2009

პროტესტი

დავიღალე...
დავიღალე ამდენი ფარისეველი ხალხის ყურებით, რომლებიც გამუდმებით ჩვენს გვერდით არიან, გვიღიმიან პირში, ზურს უკან ვერც კი წარმომიდგენია ისეთ რამეს საუბრობენ...
დავიღალე ამდენი ბოროტი ხალხით, რატომ შურთ ყველასი.. ყველას კარგად ყოფნა.. რატომ შურთ რომ მათ უყვართ, მე მიყვარს, შენ გიყვარს, მას უყვარს, უბრალოდ ბედნიერები ვართ...
დავიღალე ამდენი ბოღმა ხალხით.. რომლებსაც თავიანთი პირადი ვერ მოუწყიათ და თავიანთ ბინზურ ხელებს სხვის პირადში აფათურებენ...
დავიღალე ამდენი ბოროტი ხალხით... რას გვერჩიან? რას მერჩიან.. მე ხომ ჩემთვის ვცხოვრობ და მას არ ვეხები...
დავიღალე ჭორიკანა ხალხის ყურებით.. 24 საათი გამუდმებით სხვისი, უცხო ხალხის თუ ნაცნობის გაჭორვით არიან დაკავებულები...
დავიღალე ამდენი შტერი ხალხის ყურებით... ყველაფერზე თავს რომ იშტერებენ და ვითომც არაფრის აზრზე არ არიან....
დავიღალე.. მართლა ძალიან დავიღალე...
მინდა რომ ჩემი, ჩემი მეგობრების და საყვარელი ადამიანების გარშემო ეს ხალხი გაქრეს... 
საერთოდ ნუღარ ჩაერევიან ჩვენს ცხოვრებაში...
ნუღარ გაურევენ თავიანთ ბინძურ ხელებს ჩვენს პირადში....
არ გვინდა თქვენი უაზრო დარიგებები...
არ გვაინტერესბეს თქვენი პირადი მოსაზრებები ამა თუ იმ ამბავზე...
უბრალოდ თავი დაგვანებეთ...
ჩვემ თქვენს გარეშე უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს....
წადით... დავიღალეეეე....
დავიღალეეე თქვენით !!!

Wednesday, December 31, 2008

მე შენ მიყვარხარ ! . . .


მე შენ მიყვარხარ..
ხო ხო შენ მიყვარხარ.
რამდენიხანია აღარავისთვის მითქვამს ეს სიტყვები, იმ გრძნობით და მთელი ჭეშმარიტებით... იცი თითქოს მენატრება, რა ჯობია იმას როცა გიყვარს, როცა ბედნიერების ყოველი წამით ტკბები, სიხარულისგან ღრუბლებში დაფრინავ, იღიმი უზომოდ ბევრს ... უბრალოდ ბედნიერი ხარ....
ეხლა სწორედ ეგრე ვარ...

არ ვიცი რა მიხარია
არ ვიცი სად დავფრინავ
არ ვიცი რატო ვიღიმი
არ ვიცი რატო მიყვარს!...
ხო ხო მართალი ხარ, შეყვარებული ვარ...
ვისზე?
აჰმ...
გითხრაა?
ოოოF
არ ვიცი რამდენად ღირს...
ისე შენ თუ არ გითხარი...
ან როგორ უნდა დაგიმალო?.
კაი მაცალე.. ვამბოოოოოოობ
მე უბრალოდ
შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი ვ ა რ ამ ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე, შენზე, მეგობრებზე, დაქალებზე, ძმაკაცებზე, უბრალოდ ნაცნობებზე, ბუნებაზე, ყვავილებზე, მზეზე, თოვლზე, წვიმაზე, ბუშტებზე... არ ვიცი კიდე ვისზე... მე უბრალოდ თქვენზე ვარ შეყვარებული... 
მინდა ყველას გასაგონად და დასანახავად ვიყვირომ რომ მე შეყვარებული ვარ ამ ცხოვრებაზე...
მიხარია რომ ვარსებობ
მიხარია რომ მყავს უძალიან მაგრესი მეგობრები
მიხარია რომ თქვენ ჩემს გვერდით ვარ
მიხარია რომ ვგრძნობ ყვავილების სურნელს
მიხარია რომ ვგრძნობ მზის სითბოს
მიხარია რომ უბრალოდ შეყვარებული ვარ
მიხარია რომ მიყვარხართ
მიხარია მიხარია მიხარია მიხარია მიხარია რომ მე თქვენ მიყვარხართ!...

Monday, November 24, 2008

იციჰ...

იციჰ...

ზოგჯერ მენატრები..

ზოგჯერ შენი დანახვაც არ მინდა...

ზოგჯერ შენი მხოლოდ ერთი ჩახუტება მინდა..


შენთან ერთად ბოდიალი.. როგორც ხოლმეჰ რომ დავდიოდით..

რამდენ სისულელეზე ვლაპარაკობდით...
რამდენ სისულელეზე გვიოცნებია...
ლოლ
ეხლა მეცინება, რა შტერი ვიყავი, პატარა სულელუკა.. 
მაგრამ შენ ხო ეგ გიყვარდა ჩემში...

გახსოვს წვიმაში დაჭერობანას რომ ვთამაშობდით?
მერეჰ გაწუწულები და მთლიანად გალუმპულები ერთმნეთს ვეხუტებოდით ...
აჰმ... ზოგჯერ ისე ისე მომენატრები რომ შენს სურნელს ვგრძნობ...
ასე მგონია ჩემს გვერდით ხარ სულ სულ სულ...

ვიციჰ.. ზოგჯერ თავს ვიტყუებ...
თავს ვიტყუებდი რომ ვიძახდი "ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ"...
ნამდვილად, მეგობრებზე მეტი ვიყავით...

ერთი მთლიანობა...

1+1 ჩვენთვის ყოველთვის 1 უდრიდა... 

რა მოჰდა მერეჰ? 
მე შენ გეკითხები...
მე არ მაქვს პასუხი... ალბათ არც შენ... 
იქნებ ასეც იყო საჭირო? 
იმდენად ახლოს და ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები რომ ზოგჯერ, ჩვენი ერთად ყოფნაც კი მაშინებდა....
მეშინოდა იმ უზომოდ დიდი ბედნიერების... 
მეშინოდა უზომო სიყვარულით არ დაგვეკარგა ერთმანეთიჰ...

მეშინოდა იმის რაც მოხდაჰ...

მოხდაჰ ის რომ დღეს ერთმანეთს აღარ ვეკუთვნით...
შენ სხასთან ხარ..
მეც შენ აღარ გეკუთვნიჰ...
ალბათ ეგრე იყო საჭირო...

ან იქნებ მე გამოვდექი სუსტი ჩვენს ურთიერთობაში?

ან იქნებ შენ?

არ გვინდაჰ დადანაშაულება ერთმანეთის.. უბრალოდ ჩვენ ერთად ვიყავით კარგად... ვიყავით და ვსოჰ...


იყო... 
იყო...

იციჰ, ყოველთვის მახსენდება ის დრო, წუთები, საათები, დღეები...
იცი..
ზოგჯერ მენატრება...

ზოგჯერ...

მხოლოდ და მხოლოდ ზოგჯერ...

ზოგჯერ მენატრები...

Sunday, November 23, 2008

რატომ? ...


რატომ? ...
რატომ ხდება ისე რომ ადამიანებს ბედნიერება უნდათ და რაღაც ხელს უშლის, ან ვიღაც... ყოველთვის დიდი დაბრკოლებების წინაშე დგებიან...
რატომ ხდება ისე რომ ამ ბედნიერების მისაღწევად ყველანაირ მსხვერპლზე მიდიან და მაინც არაფერი გამოდის...
რატომ ხდება ისე რომ ბედნერებას და სიყვარულს გასცემენ ყოველთვის მაგრამ უკან არასდროს ბრუნდება...
რატომ? ...
იქნებ იკარგება, იქნებ ვიღაც სხვა იპარავს... ან იქნებ იქ არ ვეძებთ სადაც უნდა ვეძებოთ...
იქნებ ნაპოვნი გვყავს და ჩვენ არ ვიცით... ?
იქნებ ჯერ არც არის საჭირო გამოჩნდეს...
იქნებ დამალობანას გვეთამაშება..
იქნებ...
იქნებ...
რამდენი "იქნებ" და "რატომ" არის ჩვენს ცხოვრებაში... 
რატომ?
იქნებ ჩვენ გვინდა მასე...
რატომ?
იქნებ ...